ჩვენს შესახებ

პროექტი ხორციელდება კავკასიის ბუნების ფონდის მხარდაჭერით ( https://www.caucasus-naturefund.org/de/ )

ქიზიყის გულში დაბადებული სახელოსნო თითქმის 20 წელია უნიკალურ მისიას ემსახურება: საქართველოს გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის - ტრადიციული ქიზიყიური შალის ქსოვის აღორძინებასა და შენარჩუნებას .

ჩვენი პროდუქცია მთლიანად ხელნაკეთი, ავთენტური და ექსკლუზიურია — სწორედ ამიტომ, „ფესვების“ ყველა ნივთი უნიკალურია. სახელოსნოში გამოყენებულია ადგილობრივი წარმოშობის მატყლი, რომელიც სხვა შემთხვევაში გარემოსთვის ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნიდა. ჩვენი ფერთა პალიტრა შთაგონებულია ამ რეგიონით, კერძოდ, ვაშლოვანის პეიზაჟებით. „ფესვები“ ერთადერთი სახელოსნოა საქართველოში , სადაც მატყლის ძაფები მთლიანად ბუნებრივი საღებავებით იღებება — როგორიცაა ენდრო, თავშავა, კაკლის წენგო, საფერავი, ქრისტესისხლა, ხეშავა და სხვა მასალები, რომლებიც ეთიკურად მოპოვებულია დედოფლისწყაროს შემოგარენიდან.