Refund policy
ნივთის დაბრუნებისა და თანხის ანაზღაურების პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2025 წლის 17 ივნისი
ფესვებში ყველა ნაკეთობა დიდი ყურადღებითა და ზრუნვით იქმნება, თუმცა, თუ რაიმე მიზეზით უკმაყოფილო ხართ ჩვენი პროდუქციით, გთხოვთ გაეცანით ჩვენ წესებს ნივთის დაბრუნებისა და თანხის ანაზღაურების შესახებ:
დაბრუნების პირობები
პროდუქტის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში შეგიძლიათ მისი დაბრუნების მოთხოვნა. პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არის:
- გამოუყენებელი
- პირვანდელ მდგომარეობაში და ორიგინალურ შეფუთვაში
-
თან ერთვის შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეკვეთის ნომერი ან ქვითარი)
როგორი პროდუქტი არ ექვემდებარება დაბრუნებას?
- პერსონალური შეკვეთის საფუძველზე დამზადებული, ან ინდივიდუალური შეკვეთები
- „საბოლოო ფასად" ნაყიდი პროდუქტები
თანხის ანაზღაურება
ნივთის დაბრუნების შემდეგ ჩვენ შევამოწმებთ მის მდგომარეობას და შეგატყობინებთ ანაზღაურების დამტკიცებაზე, ან უარყოფაზე.
თუ პროდუქტის დაბრუნება დადასტურდა ჩვენი მხრიდან, თანხა ჩაგერიცხებათ იმავე საბანკო ანგარიშზე, საიდანაც თავდაპირველი შეკვეთა განახორციელეთ, 7–10 სამუშაო დღის განმავლობაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენ მიერ გადახდილი მიწოდების საფასური არ ანაზღაურდება.
შეცვლა / გაცვლა
ამ მომენტისთვის ჩვენ არ გვაქვს პროდუქციის პირდაპირი გაცვლის სერვისი, რადგან ფესვებში დამზადებული თითოეული პროდუქტი ექსკლუზიური დიზაინითაა შექმნილი. თუ გსურთ უკვე შეძენილის სხვა პროდუქტით ჩანაცვლება, გთხოვთ პირველ რიგში დაბრუნოთ შეძენილი პროდუქტი, შემდეგ კი განახორციელოთ ახალი შეკვეთა.
დაბრუნების საფასური
კლიენტი თავად არის პასუხისმგებელი დაბრუნების საფასურის გადახდაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ პროდუქტი დაზიანებულია, ან არასწორადაა გამოგზავნილი ჩვენ მიერ.
ნივთის დაბრუნებისას რეკომენდებულია ტრეკინგ კოდის მქონე საკურიერო მომსახურების გამოყენება, რადგან დაბრუნებულ ამანათებზე, რომლებიც გადაზიდვისას დაიკარგება, პასუხისმგებლობას არ ვიღებთ.
დაზიანებული ან არასწორი პროდუქტი
თუ მიიღეთ დაზიანებული ან არასწორი პროდუქტი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მიღებიდან 48 საათში შემდეგ ელფოსტაზე: bakhutashvilinino32@gmail.com
და მოგვაწოდეთ შემდეგი ინფორმაცია:
- თქვენი შეკვეთის ნომერი
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პრობლემა მაქსიმალურად სწრაფად აღმოვფხვრათ.
როგორ მოითხოვოთ ნივთის უკან დაბრუნება?
- მოგვწერეთ ელფოსტაზე: bakhutashvilinino32@gmail.com
- მიუთითეთ შეკვეთის ნომერი და დაბრუნების მიზეზი
- ჩვენი გუნდი განიხილავს თქვენ მიერ გაზიარებულ დაბრუნების მიზეზს. დაბრუნების აუცილებლობის დადასტურების შემთხვევაში, მოგაწვდით დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ შეძლებთ შეძენილი ნივთის ჩვენთან გამოგზავნას.
- გამოგვიგზავნეთ პროდუქტი მითითებულ მისამართზე
- ჩვენი გუნდი განიხილავს, არის თუ არა ნივთის დაბრუნების აუცილებლობა მისი მდგომარეობის გათვალისწინებით. თუ ნივთის დაბრუნების საჭიროება დამტკიცდა, თანხა იმავე საბანკო ანგარიშზე დაგიბრუნდებათ.