Shipping policy

მიწოდების პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2025 წლის 17 ივნისი

ფესვებში ყოველი პროდუქტი ხელით, სიყვარულითა და სიზუსტით იქმნება. გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს მიწოდების პოლიტიკას, რათა იცოდეთ როგორ და როდის მიიღებთ თქვენს შეკვეთას.

დამზადებისა და დამუშავების დრო

ჩვენი პროდუქცია ხელნაკეთია. შეკვეთის მიღების შემდეგ, მის მიწოდებამდე, გთხოვთ გაითვალისწინოთ 3–5 სამუშაო დღე პროდუქტის შეფუთვისა და დამუშავებისთვის.

სპეციალურად დამზადებული ან ინდივიდუალური შეკვეთების შემთხვევაში, დამუშავების ვადა შესაძლოა გაიზარდოს 10-14 სამუშაო დღემდე. ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, ელ.ფოსტით შეგატყობინებთ.

მიწოდების ქვეყნები

ჩვენ ვაწვდით პროდუქციას შემდეგ ლოკაციებზე:

    • საქართველო
    • ევროპა
    • აშშ და კანადა
  • სხვა საერთაშორისო ქვეყნები

  • თუ შეკვეთისას თქვენი ქვეყანა არ ჩანს ჩამონათვალში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტით: bakhutashvilinino32@gmail.com

    გადახდის მეთოდები

    გადახდა შესაძლოა განხორციელდეს ბარათებით - Visa, Mastercard, American Express. ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა (ქეშით) არ არის ხელმისაწვდომი.

    დღგ და ფასები

    ყველა პროდუქტის ფასი მოიცავს დღგ-ს, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული.

    მიწოდების მეთოდები და ვადები

    ადგილი

    გადამზიდი

    დაახლოებითი დრო

    საქართველო

    ადგილობრივი გადამზიდი (Georgian Post)

    2–4 სამუშაო დღე

    ევროპა

    DHL / Georgian Post

    7–14 სამუშაო დღე

    აშშ და კანადა

    DHL / Georgian Post

    10–21 სამუშაო დღე

    სხვა ქვეყნები

    მხოლოდ DHL

    10–21 სამუშაო დღე

    გთხოვთ გაითვალისწინოთ: მიწოდების ვადები დამოკიდებულია საბაჟოზე, დასვენების დღეებზე კონკრეტულ ქვეყნებში, ან რეგიონულ მდებარეობაზე.

    მიწოდების საფასური

    მიწოდების საფასური დათვლილი იქნება შეკვეთის განხორციელების ეტაპზე, თქვენს მდებარეობასა და პროდუქციის რაოდენობაზე დაყრდნობით.

    საქართველოში მიწოდება უფასოა 300 აშშ დოლარზე მეტ შეკვეთებზე.

    საბაჟო გადასახადები და იმპორტის მოსაკრებლები

    საერთაშორისო მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ქვეყანაში მოქმედ საბაჟო გადასახადებზე ან სხვა მოსაკრებლებზე. ფესვები არ აგებს პასუხს დამატებით ხარჯებზე.

    შეკვეთის tracking 

    შეკვეთის გაგზავნის შემდეგ, ელ.ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებასა და ტრეკინგ-კოდს. ტრეკინგის საშუალებით შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თქვენს შეკვეთას შესაბამისი გადამზიდის ვებგვერდზე.

    დაკარგული ან დაზიანებული ამანათები

    მას შემდეგ რაც ამანათი გადაეცემა საკურიერო სამსახურს, ჩვენ აღარ ვართ პასუხისმგებელი დაკარგულ, მოპარულ ან დაგვიანებულ მიწოდებაზე.

    თუ შეკვეთა თქვენამდე დაზიანებული მოვიდა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 48 საათის განმავლობაში და გამოგვიგზავნოთ ფოტოები პროდუქტისა და შეფუთვის მდგომარეობის შესაფასებლად.

    დაგვიკავშირდით შეკვეთებთან ან მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში: bakhutashvilinino32@gmail.com