Privacy policy

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 17 ივნისი, 2025 

ფესვები (შპს „ფესვები“) პატივს სცემს თქვენს პირად ცხოვრებას. ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი პირადი მონაცემების დაცვა და ვიძლევით გარანტიას, რომ თქვენს ინფორმაციას ვმართავთ უსაფრთხოდ, გამჭვირვალედ და კანონთან შესაბამისობაში.

1. რა ინფორმაციას ვაგროვებთ

ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ შემდეგი ტიპის ინფორმაცია:

  • საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, მისამართი.

  • შეკვეთის დეტალები: შეძენილი პროდუქცია, გადახდის ინფორმაცია (მხოლოდ დამხმარე სერვისების მეშვეობით, როგორიცაა Shopify Payments, PayPal და სხვა), ამანათის მიწოდების ინფორმაცია.

  • ვებსაიტის გამოყენება: ქუქიების, IP მისამართის და Google Analytics-ის მეშვეობით მიღებული ანონიმური მონაცემები, რაც დაგვეხმარება საიტის გაუმჯობესებაში.

2. როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას

თქვენი ინფორმაცია გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის:

    • შეკვეთების დამუშავება და მიწოდება
    • მომხმარებელთა მომსახურება და მხარდაჭერა
    • საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნა (შეკვეთების მდგომარეობა, გადახდის დადასტურება და სხვა)
  • ჩვენი საიტის მუშაობის ანალიზი და გაუმჯობესება
  • რეკლამირების გაუმჯობესება

  • 3. მონაცემების გაზიარება

    ჩვენ არ ვყიდით, არ ვაქირავებთ და არ ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს საჭიროა:

    • მიწოდებისთვის: კურიერულ ან საფოსტო კომპანიებს
    • გადახდებისთვის: უსაფრთხო გადახდის პლატფორმებს (მაგ., ბანკები, გადახდის გამტარები)
    • კანონის შესაბამისად: მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მოთხოვნის საფუძველზე

    4. მონაცემთა შენახვა და დაცვა

    თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ხნით, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. ჩვენ ვიყენებთ ყველა გონივრულ ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ზომას მონაცემთა დასაცავად, თუმცა, არც ერთი ნაბიჯი ინტერნეტში, არაა 100%-ით დაცული, ამიტომ გთხოვთ, ყველა პლატფორმაზე გამოიყენოთ ძლიერი პაროლი.

    5. თქვენი უფლებები

    თქვენ გაქვთ უფლება:

    • მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მონაცემებს ვფლობთ თქვენზე
    • მოითხოვოთ მონაცემების ცვლილება ან წაშლა
    • უარი თქვათ კომერციული ხასიათის სიახლეების მიღებაზე ელფოსტის მეშვეობით.

    6. ქუქი ფაილები (Cookies)

    ჩვენ ვიყენებთ ქუქი ფაილებს საიტის ფუნქციონირებისთვის და ანალიტიკისთვის. ქუქი ფაილები არ შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას და შეგიძლიათ გამორთოთ ისინი ბრაუზერის პარამეტრებში.

    7. პოლიტიკის განახლებები

    მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიძლება პერიოდულად განახლდეს. ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ამ გვერდზე. თუ საიტის გამოყენებას ახალი პირობების მიღების პარალელურად განაგრძობთ,  თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას ახალ წესებზე და პირობებზე. 

    8.Third-party ბმულები

    ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა შეიცავდეს ბმულებს, რომლებიც სხვა ვებსაიტებზე გადაგამისამართებთ. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ამ ვებსაიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. გირჩევთ, გადახედოთ მათ კონფიდენციალურობის წესებს.